Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

შემადგენლობა:

  • 350 გ ატრია ან მსხვილი მაკარონი
  • 2 ც მოზრდილი ტკბილი წითელი წიწაკა
  • 300 გ ხის სოკო
  • 2 თავი ხახვი
  • 1 კონა ქინძი
  • 1 კონა ოხრახუში
  • 3 კბილი ნიორი
  • 1ჩ.კ ხმელი რეჰანი
  • 1ს.კ კარაქი
  • ზეთი,მარილი, წიწაკა

მომზადება:

სოკო წვრილად დავჭრათ, დავასხათ წყალი და დავდგათ ცეცხლზე, ვხარშოთ 30 წუთი.

სოკოს დავუმატოთ ცოტა ნახარში, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და განვაგრძოთ მზადება

როცა წყალი დასრება, დავუმატოთ კარაქი და ზეთი, რომ მოიშუშოს.

3-4 წუთში დავუმატთ დაჭრილი ტკბილი წიწაკა და ნიორი.

როცა ბოსტნეული მოიშუშა, დავაყაროთ წიწაკა, ხმელი რეჰანი, დაჭრილი ქინძი და ოხრახუში, ამოვურიოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან.

ატრია მოვხარშოთ მდუღარე მარილიან წყალში და გადავწუროთ.

ატრიას შევურიოთ ცოტა ცხიმი (სასურველია ზეითუნის ზეთი) და ზედ დავადოთ სოკო.