Xatia Chichinadze

შემადგენლობა:

  • 1-1/3 ჭიქა ფქვილი
  • 2/3 ჭიქა ფქვილი
  • 3 ს.კ კაკაო
  • 1/4 ჭიქა  გამდნარი კარაქი
  • 1 ს.კ გამაფხვიერებელი
  • 1/4 ს.კ მარილი
  • 2 ც კვერცხი
  • წითელი ფხვნილი
  • 1 ს.კ ვანილის ექსტრაქტი
  • 1/2 ჭიქა შაქრის პუდრა

მომზადება:

კარაქი და შაქარი ავთქვფიოთ ერთად. დავამატოთ კვერცხი და ვანილის ექსტრაქტი და კიდევ კარგად ავთქვფიოთ

დავამატოთ ფქვილი,მარილი,გამაფხვიეებელი, კაკაო და კარგად ავთქვფიოთ. ნელ-ნელა დავამატოთ წითელი

ფხვნილი და კარგად ავთქვფიოთ.  მიღებული მასა გავაჩეროთ მაცივარში ერთი საათით. გამოვიღოთ და კოვზით

ამოვიღოთ პატარა ბურთულები. შემდეგ ამოვავლოთ შაქრის პუდრაში და დავდოთ საცხობ  ფირფიტაზე.

შევდოთ ღუმელში 350 გრადუსზე 15 წუთი. როცა გამოცხვება გავაფორმოთ შოკოლადით.