Xatia Chichinadze

უგემრიელესი ნამცხვრის რეცეპტი! 

შემადგენლობა:

  • 3 კვერცხი
  • 200 გ არაჟანი
  • 200 გ შაქარი
  • 250 გ ფქვილი
  • 2 ჩ.კ ცომის აფხვიერებელი
  • 400 გ ნაღები
  • 400 გ წითელი მოცვი
  • ცხიმი  ან პერგამენტი ფორმისთვის

მომზადება:

  1. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. ფორმას წაუსვით ცხიმი ან ჩააფინეთ პერგამენტი.
  2. კვერცხი, არაჟანი და შაქარი ათქვიფეთ გამაგრებამდე. შეურიეთ ფქვილი და ცომის საფხვიერებელი. მირჶბული ცომი ჩაასხით ფორმაში და აცხვეთ ღუმელში 25 წთ. გამოიღეთ ნამცხვარი ღუმლიდან და გააგრილეთ.
  3. ნამცხვარს ამოჭერით გული სიე, რომ დარჩეს 2სმ  სიგანის კიდეები და ძირი.
  4. ნაღები ათ჻ვიფეთ გამაგრებამდე. შეურიეთ წითელი მოცვი, ამოჭრილი გულის ნაფხვენი და მიღებული მასით ამოავვსეთ ნამცხვრის ღრმული.