Xatia Chichinadze

შემადგენლობა:

  • 1 ჭიქა წყალი
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 1/ 2 ს.კ მარილი
  • 1 შეკვრა კარაქი
  • 4 ც კვერცხი
  • ვანილის ნაყინი ან კრემი
  • 1/2 ჭიქა ნაღები
  •  შოკოლადი

მომზადება: 

ქვაბში ჩავასხათ წყალი,შემოვდოთ ცეცხლზე და ქვაბში მოვათავსოთ კარაქი, ვურიოთ მანამ, სანამ არ გადნება.

დავამატოთ ფქვილი და მარილი, ვურიოთ მანამ სანამ ერთიან მასას არ მივიღებთ. გადმოვიღოთ ცალკე ჯამში,

ცალ-ცალკე დავამტოთ კვერცები, და კარგად ავურიოთ. მიღებული მასა კოვზით მეშვეობით მოვათავსოთ

ცხიმწასმულ საცხობ ფირფიტაზე, შევდოთ ღუმელში 400 გრადუსზე 45 წუთი. როცა გამოცხვება, გავჭრათ

შუაზე და შიგნით მოვათავსოთ ვანილის ნაყინი ან კრემი, ზემოდან კი მოვასხათ შოკოლადის მინანქარი,

რომელის ასე მზადდება:   გავაცხელოთ ნაღები, მოვათავსოთ შოკოლადი და ვურიოთ, მანამ სანამ არ გადნება.