შემადგენლობა:
- 3 ს.კ კაკაო
- 1.5 ჭიქა შაქარი
- 200 გრ მოხალული ნიგოზი
- 150 გრ კარაქი
- 250 გრ ორცხობილა
- 3 ს.კ წყალი
- 1 ც კვერცხი
მომზადება:
კვერცხი ,წყალი, შაქარი ავურიოთ და დავდგათ ნელ ცეცხლზე,. დავფშვნათ ორცხობილა და კაკაო, კარაქი
ერთმანეთში ავურიოთ და ჩავასხათ მდუღარე მასაში. როცა ადუღდება, მზად იქნება და დავამატებთ
ნიგოზს, ამის შემდეგ კიდევ 5 წუთს ვადუღებთ და გამოვრთავთ. დავასხათ წინასწარ გაშლილ პერგამენტის
ქაღალდზე.დავახვიოთ ძეხვის ფორმის მსგავსად, გავაციოთ და შევდგათ მაცივარში.
დაწერე კომენტარი პირველმა