შემადგენლობა:
- 2 ს.კ თაფლი
- 4 ს.კ მოხალული მიწისთხილი
- 250 მლ რძე
- 2 ს.კ შაქარი
- 20 გრ შოკოლადის პუდინგის ფხვნილი
- 2 ს.კ ნუტელა
მომზადება:
თაფლი ავადუღოთ, დავაყაროთ მიწის თხილი და ავურიოთ, სანამ კარამელიზება არ დაიწყება. კარამელიზებული თხილი ცხიმწასმულ ქაღალდზე გადავიტანოთ და შევაგრილოთ. 200 მლ რძე ავადუღოთ. 50 მლ რძე, შაქარი და შოკოლადის პუდინგი ავურიოთ და მდუღარე რძეს შევურიოთ, ერთხელ წამოვადუღოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან. პუდინგში ავურიოთ მოხალული, კარამელიზებული მიწის თხილი, გადავანაწილოთ სასურველ ფორმებში და გავაცივოთ. შეგვიძლია თხილი და პუდინგი ფენა-ფენა მოვათავსოთ ფორმებში.
დაწერე კომენტარი პირველმა