მარტივად მოსამზადებელი უგემრიელესი ნამცხვრის რეცეპტი!
შემადგენლობა:
- 200 გრ გამდნარი კარაქი
- 200 გრ გამდნარი შოკოლადი
- 4 ც კვერცხი
- 200 გრ ყავისფერი შაქარი
- 50 გრ ფქვილი
- 50 გრ გატარებული ნუში
- კაკაო
მომზადება:
კარაქი და შაქარი ავთქვიფოთ კარგად. დავამატოთ კვერცხი და განვაგრძოთ თქვეფა. შემდეგ
დავამატოთ ფქვილი, ნუში,შოკოლადი და კარგად ავთქვიფოთ. მიღებული მასა მოვათავსოთ
ცხიმწასმულ მრგვალ საცხობ ფორმაში, შევდოთ ღუმელში 180 გრადუსზე 20 -25 წთ. როცა
გამოცხვება მოვაყაროთ კაკაო.
დაწერე კომენტარი პირველმა