Xatia Chichinadze

შემადგენლობა:

  • 100 გრ შაქარი
  • 150 გრ არაჟანი
  • 1 ჭიქა რძე
  • 2 ც კვერცხი
  • 6 ს.კ კაკაო
  • 9 ს.კ ფქვილი
  • 1/2 ს.კ  სოდა-ლიმნის წვენით
  • 5 ს.კ ზეთი

 

მომზადება:

შაქარი და კვერცხი ავთქვიფოთ, დავამატოთ არაჟანი და რძე, შემდეგ სოდა+ლიმნის

წვენი. დავამატოთ კაკაო და ფქვილი, დავამატოთ ზეთი. უნდა მივიღოთ კრემისებური,

არაჟანზე ცოტა თხელი ცომი. (შეგვიძლია დავამატოთ სხვადასხვა არომატი: ვანილი, ალკოჰოლი,

ფორთოხლის ცედრა და ა.შ.. ასევე შეგვიძლია გულში ჩავუდოთ ალუბალი, ჟოლო, მარწყვი, სხვა

ნებისმიერი კენკრა ან ხილი, ასევე შოკოლადი). გავანაწილოთ

ფორმებში და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე.