- 250 გ ყველი
- 2 ც კვერცხი
- ½ ჩ.ჭ დაფხვნილი ორცხობილა
- 3ს.კ ზეთი
სოუსისთვის:
- ½ თავი ხახვი
- 1 კბილი ნიორი
- 2 ს.კ ზეთი
- 1 ც პომიდორი
- ½ ჩ.კ დაფქული ჩილი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადება:
ყველი დაჭერით 1სმ სისქის ნაჭრებად, ამოავლეთ ჯერ ათქვეფილ კვერცხში, შემდეგ დაფხვნილ ორცხობილაში და შეწვით ზეთში.
სოუსისთვის ხახვი და ნიორი დაჭერით წვრილად და მოშუსეთ ზეთში. პამიდორს გადაავლეთ მდუღარე წყალი, მოაცალეთ კანი და ათქვეფილ ბლენდერში.
სოუსის ინგრედიენტები შეურიეთ ერთმანეთს, დაუმატეთ მწარე წიწაკა, მარილი, პილპილი და შუშეთ 10 წთ.
ყველის ნაჭრები მოათავსეთ ლანგარზე. სუფრასთან მიიტანეთ პამიდვრის სოუსთან ერთად.
დაწერე კომენტარი პირველმა