შემადგენლობა:
- ბორჯომი – ერთი ჭიქა
- ფქვილი – 10 ს/კ
- შაქრის პუდრა – 5 ს/კ
- ვაშლი – 2 ცალი (დიდი)
- დარიჩინი – გემოვნებით
- ზეთი – შესაწვავად
მომზადება:
ვაშლს ამოვაცალოთ გული და დავჭრათ 7 მმ სისქის რგოლებად. ჯამში ჩავყაროთ ფქვილი და დავასხათ მინერალური წყალი, კარგად ავთქვიფოთ. დავამატოთ შაქრის პუდრა და დარიჩინი. ვაშლი ამოვავლოთ ცომში. დავდგათ ტაფა, დავასხათ ზეთი და გავაცხელოთ.
ვაშლები შევბრაწოთ ორივე მხრიდან. როცა შეიბრაწება, ზემოდან მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
დაწერე კომენტარი პირველმა