Xatia Chichinadze

შაურმა დღესდღეობისთ ძალიან პოპულარულია. მოამზადეთ იგი მარტივად სახლის პირობებში.

შემადგენლობა:

  • 1 კგ ქათმის ხორცი
  • 3 თავი ხახვი
  • 2-3 ც წიწაკა
  • 2-3 ც პომიდორი
  • 2-3 ც მჟავე კიტრი
  • 100-150 გრ მაიონეზი
  • პილპილი,მარილი
  • ფრანგული ფუნთუშა ან სომხური ლავაში

მომზადება:

წვრილად დაჭრილი ქათმის ფილე მოშუშეთ კარაქში. ცალკე მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და წიწაკა, ჩაამატეთ ქათმის ხორცს და გააგრძელეთ შუშვა. ხორცის მომზადების შემდეგ დაამატეთ პილპილი, მარილი და სანელებლები გემოვნებით.

ლავაშში გაახვიეთ პომიდვრისა და კიტრის 2-3 თხელი ნაჭერი, ზემოდან დაადეთ 100 გრ შეკმაზული ქათმის ხორცი, მოასხით მაიონეზი და 3-5 წუთით შედგით ღუმელში.