უგემრიელესი ტორტის რეცეპტი!
შემადგენლობა:
- 2 ც კვერცხი
- 3 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი
- 350 გრ კარაქი
- 2 ჩ.ჭ რძე
- 2 ს.კ კაკაოს ფხვნილი
- 1 კოლოფი შესქელებული რძე
- 1 ჩ.კ სოდა
- 1ს.კ ძმარი
- მარილი,ვანილი,ყავა,კონიაკი-გემოვნებით
მომზადება:
2 კვერცხის და ორი ჩ.ჭ შაქრის ფხვნილით გავაკეთოთ გოგლი-მოგლი, შევაზილოთ 100 გრ დარბილებული კარაქი, 2 ს.კ კაკაო, 1 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი, დავასხათ 2 ჩ.ჭ ცივი რძე, დავამატოთ სოდა-გახსნილი ძმარსი, ვანილი, ცოტა მარილი და კარგად გავთქვფიოთ. დავაყაროთ 3 ჩ.ჭ ფქვილი და მოვზილოთ ცომი. თუნუქის ფურცელზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი, წავუსვათ კარაქი და დავასხაღ მომზადებული ცომის მასა. შევდგათ გაზქურაში და გამოვაცხოთ.
მოვამზადოთ კრემი შემდეგნაირად: 250 გრ კარაქი გავთქვფიოთ გათეთრებამდე და შევურიოთ ცოტ-ცოტა შესქელებული რძე. სიევ ვთქვიფოთ მიქსერით, სანამ არ მივიღებთ ერთგვაროვან , ჰაეროვან მასას.
გამომცხვარი ბისკვიტი გავჭრათ შუაზე, დავნამოთ მაგარი ყავის ნაყენისა და ცოტა კონიაკის ნარევით, წავუსვათ კრემი, დავაფაროთ მეორე ნახევარი, ზემოდანაც წავუსვათ კრემი და მოვრთოთ ტორტის მოსართავად.
დაწერე კომენტარი პირველმა