Xatia Chichinadze

შემადგენლობა:

ცომისთვის:

  • 300 გრ ფქვილი
  • 3 ს.კ ზეითუნის ზეთი
  • მარილი-გემოვენებით

გულსართისთვის:

  • 250 გრ პეკორინო
  • 2 ს.კ ფქვილი
  • 2 ც კვერცხი
  • 1 ც ლიმონი
  • 1 ც ფორთოხალი
  • 120 გრ შაქარი
  • ზაფრანა-მწიკვი
  • 20 გრ კარაქი

მომზადება:

ფქვილით, თბილი წყლით, ზეთით და მარილით მოვზილოთ ელასტიური ცომი, დავაფაროთ

ჭურჭლის ტილო და გავაჩეროთ 15 წთ. მოვამზადოთ გულსართი: ყველა ინგრედიენტი

ავრუიოთ ერთამენთს, ჩავამატოთ კვერცხის გული, ლიმონის  და ფორთოხლის ცედრა. ცომი

გავაბრტყელოთ, გამოვჭრათ რგოლები, ყველა რგოლის შუაში ჩავდოთ გულსართი და ოდნავ

ავუმაღლოთ გვერდები, ისე რომ თავი არ მოვუკრათ. დავალაგოთ ორცხობილები ფქვილიან და

კარაქიან ქურის ტაფაზე და გამოვაცხოთ 200 გრადუსზე 30 წთ.