შემადგენლობა:
- 500 გრ ცხვრის ფილტვი
- 500 გული
- 500 გრ ცხვრის ღვიძლი
- 150 გრ ხახვი
- 3-4 ც დაფნის ფოთოლი
- 100 გრ ქონი
- მარილი,პილპილი-გემოვნებით
მომზადება:
ცხვრის შიგნეულობა კარგად გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, დავჭრათ კუბიკებად და მოვხრაკოთ ქონში.
დავუმატოთ დაფნის ფოთოლი, მარილი,პილპილი და წვრილად დაჭრილი ხახვი. დავასხათ ცოტაოდენი
წყალი და ჩავშუშოთ ყველაფერი 20-25 წუთის განმავლობაში.
დაწერე კომენტარი პირველმა