Xatia Chichinadze

შემადგენლობა:

  • 300 გრ ლობიო
  •  1 თავი ხახვი
  • 2 ს.კ ზეთი
  • მარილი, პილპილი-გემოვნებით
  • 500 გრ საფუვრიანი ცომი

მომზადება:

ლობიოს დავასხათ წყალი და დავტოვოთ 4-5 საათი. გამოვუცვალოთ წყალი და მოვხარშოთ ნელ ცეცხლზე. მოხარშულ ლობიოს გადავაწუროთ წყალი, დავამატოთ მარილი, პილპილი და ზეთში მოხრაკული ხახვი. ყველაფერი კარგად ჩავზილოთ. ცომი გავყოთ რამდენიმე საშუალო ნაწილად, თითოეულში ჩავდოთ ლობიოს გულსართი, მოვახვიოთ, გავაბრტყელოთ და გამოვაცხოთ.