უგემრიელესი ქლიავის ნამცხვარი!
შემადგენლობა:
- 200 გ კარაქი
- 200 გ შაქარი
- 2 პაკეტი შAქრიანი ვანილი
- მარილი
- 4 კვერცხი
- 200 გ ფქვილი
- 1ს.კ სახამებელი
- 1/2 პაკეტი ცომის საფხვიერებელი
- 1 კგ ქლიავი
- დარიჩინი და შაქარი ნამცხვარზე მოსაყრელად
- ცხიმი და დაფხვნილი ორცხობილა ფორმისათვის
მომზადება:
- კარაქი,შაქარი, შAქრიანი ვანილი, 1 მწიკვი მარილი და კვერცხი ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ ფქვილი, სახამებელი, ცომის საფხვიერებელი და კარგად მოურიეთ.
- გარეცხეთ ქლიავი, გაჭერით შუაზე და გამოაცალეთ კურკა. ქლიავის ნახევრები კიდევ გაჭერით და ცომში ფრთხილად შეურიეთ. გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდდე. დორმას წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ დაფხვნილი ორცხობილა.
- ჩაასხით ცომი ფორმაში და აცხვეთ 55-60 წთ. ცხობის დროს დააფართ ალუმინის ფოლგა.
- ჯერ კიდევ თბილ ნამცხვარს მოაყარეთ დარიჩინიანი შაქარი. ამ ნამცხვარს ძალიან უხდება ათქვეფილი ნაღები.
დაწერე კომენტარი პირველმა