Xatia Chichinadze

გთავაზობთ მარტივად მოსამზადებელი ქიშმიშიანი კექსის რეცეპტს!

შემადგენლობა:

  • 4 ჭიქა ფქვილი
  • 2 ჭიქა შაქარი
  • 2 ს.კ გამაფხვიერებელი
  • 2 ც კვერცხი
  • 2 ჭიქა რძე
  • 1/2 ჭიქა ზეთი
  • 1/2 ჭიქა ქიშმიში
  • 3 ს.კ დარიჩინი

მომზადება:

ზეთი, შაქარი, კვერცხი, რძე კარგად ავთქვიფოთ ერთმანეთში, დავამატო ფქვილი,

გამაფხვიერებელი, დარიჩინი, კარგად ავურიოთ,ბოლოს კი დავამატოთ ქიშმიში. კარგად

ავთქვიფოთ. მიღებული მასა მოვათავსოთ სპეციალურ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში. შევდოთ

ღუმელში 350 გრადუსზე 45-50 წთ.