Xatia Chichinadze

უგემრიელესი ბულიონის რეცეპტი! 

შემადგენლობა:

  •  2 ც მოზრდილი კარტოფილი
  • 1 პატარა თავი ხახვი
  • 1 ს.კ ზეთი
  •  1 პატარა კვერცხი
  • 0.5 ჭიქა ფქვილი
  • 2 ც ქათმის ბულიონის კუბიკი
  • 1 .5 ლ წყალი
  • ხმელი მწვანილები ( სურვილისამებრ)
  • მარილი

მომზადება:

კარტოფილი კანიანად მოვხარშოთ, გაცფცქვანთ და დავჭყლინტოთ.  ხახვი წვრილად დავჭღათ და ზეთში მოვშუშოთ, დავუმატოთ კარტოფილის პიურეს კვერცხთან ერთად. დავაყაროთ მარილი, ფქვილი და მოვზილოთ ცომი.

ცომი პატარა ბურთულებად დავყოთ, ქვაბში ავადუღოთ წყალი, დავუმატოთ დაფხვნილი ბულიონის კუბები და წამოდუღებისთანავე ჩავყაროთ კარტოფილის ბურთულები ბულიონში. წვნიანს სუფრაზე გატანის წინ მოაყარეთ ხმელი მწვანილები.