ფლავის მარტივი რეცეპტი!
შემადგენლობა:
- 1/2 კგ ბრინჯი
- 1 ც ფორთოხალი
- 1 ც ლიმონი
- 1 ც კომში
- 1 ც ბანანი
- 200 გრ მარგარინი
- 1 კგ ვაშლი
- 1 ც ვანილი
- ქიშმიში
- შაქარი
მომზადება:
მოვხარშოთ ბრინჯი მარილიან წყალში, ოღონდ ძალიან არ ჩავხარშოთ. ალუმინის ქვაბში ჩავაჭრათ მარგარინის
უმეტესი ნაწილი. ვაშლები გავფცქვნათ, დავჭრათ და მოვააწყოთ მარგარინის თავზე, შემდეგ მოვაყაროთ ბრინჯი,
შემდეგ არსებული ხილი მოვათავსოთ ფენა-ფენა. მოვაყაროთ შაქარი და ვანილი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე
დაახლოებით 1 საათით.
დაწერე კომენტარი პირველმა