Xatia Chichinadze

მოამზადეთ ფენოვანი ლობიანი ჩვენი რეცეპტით! 

 

შემადგენლობა:

ცომსთვის:

  • 200 გრ წყალი
  • 1 ს.კ არაყი
  • 1 ს.კ ზეთი
  • 1 ს.კ ძმარი
  • მაეილი-მწიკვი
  • ფქვილი-რამდენსაც შეიზელს
  • 250 გრ სამარხვო მარგარინი

გულსართისთვის:

  • 300 გრ ლობიო
  • 50 გრ ზეთი
  • 1 თავი ხახვი
  • მარილი,ხმელი ქონდარი, პილპილი-გემოვნებით

მომზადება:

თბილ წყალში ჩავასხათ ძმარი, არაყი, ზეთი, მოვაყაროთ მარილი, ფქვილი  და მოვზილოთ საშუალო სიმაგრის ცომი. მიღებული მასა გავყოთ 2 ნაწილად, მარგარინიც გავყოთ 2 ნაწილად. გავაბრტყელოთ ცომის 1 ნაწილი კარგად, მოვახეხოთ მარგარინი და დავახვიოთ რულეტისებურად. ცომისმ ეორე ნაწილსაც მოვახეხთ მარგარინი  და გადავახვიოთ. ლობიოს დავასხათ წყალი, მოვხარშოთ,. როცა გამზადდება, გადავწუროთ ჩავზილოთ,შევაზავოთ სუნელებით და მოხრაკული ხახვით. ცომის 1 ნაწილი გავაბრტყელოთ ქურის ტაფის ზომაზე, დავაფინოთ, დავადოთ ლობიოს გული, მეორე ნაწილი გავაბრტყელოთ და დავაფაროთ ზემოდან, შემოვუკეცოთ ლობიანს გვერდებ, ზემოდან დანით დავსეროთ და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად.