Xatia Chichinadze

მარტივად მოსამზადებელი დესერტი!

შემადგენლობა:

  •  400 გ ქარხნული ფხვიერი ნამცხვარი
  • 0.5 ქილა შესქელებული რძე
  • 2-3 ს.კ ქიშმიში
  • 1 ს.კ წვრილი შოკოლადის კანფეტი ან დაფხვნილი შოკოლადი
  • 2 ს.კ კაკაო

მომზადება:

250 გ ფხვიერი ნამცვარი დავფხვნათ, 150 გრამი წვრილად დავტეხოთ და ერთმანეთში ავურიოთ. დაფხვნილ ნამცხვარს დავუმატოთ ქიშმიში, შოკოლადის, კაკაო და შესქელებული რძე, მას კარგად ავზილოთ, ორად გავყოთ, მივცეთ ძეხვის ფორმა და ფოლგაში გავახვიოთ. ძეხვები 1-2 საათით მაცივარში შევინახოთ, შემდეგ კი დავჭრათ.

რჩევა:

თუ მასა არ შეიკვრა, ცოტაოდენი შესქელებული რძე კიდევ დავუმატოთ.