მარტივად მოსამზადებელი ტარხუნის წვენი!
შემადგენლობა:
- 300 გრ ტარხუნა
- 3 კგ შაქარი
- 2 ჩ.კ ლიმონჟავა
- 2 ლ წყალი
მომზადება:
ტარხუნას მოაცალეთ უხეში ღეროები, გარეცხეთ,გააშრეთ ჩრდილი. დააყარეთ ლიმონჟავა, სეურეით და შედგით მაცივარში. ერთი საათის შემდეგ გადმოიღეთ. ემალის ქვაბში ჩაასხით წყალი, ჩაყარეთ შაქარი, დადგით ცეცხლზე და მოამზადეთ სიროფი. ჩაამატეთ ტარხუნა და ადუღეთ 20-30 წუთი. გადმოდგით, შეფუთეთ შალის ნაჭერში და დატოვეთ სამი დღე. შემდეგ გაწურეთ და ჩაასხით ბოთლებში.
დაწერე კომენტარი პირველმა