შემადგენლობა:
- 100 გ ფქვილი
- 4ს.კ სახამებელი
- 1/2 ჩ,კ სოდა ან ცომის საფხვიერებელი
- 50 გ დარბილებული კარაქი
- 7 ს.კ შქარის პუდრა
- 1 კვერცხი
- მარილი
- 400 გ ნაღები
- 21 პაკეტი შაქარიანი ვანილი
- 1ს.კ ამარეტო ან რომი(სურვილისამებრ)
- 500 გ ცოცხალი ხილი: ხენდრო, მოცხარი მაყვალი, ყურძენი,კივი, გარგარი
- ცხიმი ფორმისათვის
მომზადება:
- ფქვილის, სამხამებლის ,სოდის, კარაქის ,2 ს.კ შაქარის პუდრას, 1 კვერცხის და 1 მწიკვი მარილლისგან მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი. დაამრგვალეთ, გაახვიეთ ცელოფნის პარკში და შედეთ მაცივარში 30 წთ. ტარტალეტის ფორმებს წასუვით ცხიმი. გააცელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე.
- ფქვილიან ზედაპირზე თხლად გააბრტყელეთ ცომი, დაჭერით საჭირო ზომის ნაჭრებად და ჩააფინეთ ფორმებში. ძირი დაჩხვლიტეთ ჩანგლით, მოჭერით ზედმეტი ცომი და აცხვეთ ღუმელში 15 წთ. გადმოიღეთ ნამცხვრები ფორმებიდან და გააგრილეთ.
- გარეცხეთ ცხილი. ნაღები, დარჩენილი შაქრის პუდრა და შაქრიანი ვანილი ათქქვიფეთ გამაგრებამდე. შეურიეთ ამარეტო ან რომი გემოვნებით. მიღებული მასა ჩაასხით მოსართავ პარკში, ამოავსეთ ტარტალეტები და მორთეთ.
დაწერე კომენტარი პირველმა