Xatia Chichinadze

შემადგენლობა:

  • 1 ფორთოცალი,250 გ სტაფილო
  • 150 გ დაფქული თხილი, 200 გ ფქვილი
  • 1 ჩ.კ ცომის საფხვიერებელი
  • 1 კვერცხი, 150 გ ყავისფერი შაქარი
  • 100 მლ ზეთი, 200 გ არაჟანი
  • ცხიმი ან საცხობი ქაღალდის პატარა ფორმები

მომზადება:

გააცხელეთ ღუმელი 175 გრადუსამდე. კექსუნების საცხობ ფორმას წასუვით ცხიმი ან შიგნით ქაღალდის ფორმები ჩასვით.ფორთოხლის კანი გახეხეთ და ფორთო ხლის ცედრას, წვენს და თხილს კარგად შეურიეთ. აურიეთ ერთმანეთში ფქვილი და ცომის საფხვიერებელი. ცალკე ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი ჰაეროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ ზეთი და არაჟანი. შეურიეთ სტაფილოიანი მასა და ფქვილი.ჩაასხით ცომის ფორმებში, შედგით ღუმელში და აცხვეთ დაახლოებით 20-25 წთ. სანამ კექსუნების ზედაპირი ოქროსფერი არ გახდება.