შემადგენლობა:
- 4 კვერცხი, 2 ჭიქა თბილი წყალი
- ფქვილი, 1 ყავის ჭიქა ზეთი
- 1ჩ.კ ლიმნის მჟავა, 3 პაკეტივანილი
გულსართისათვის:
- 0.5 ლ ზეთი, ფქვილი, 1 პაკეტი ვანილი
- 1.5 ჭიქა შაქრის ფხვნილი
მომზადება:
ცომისთვის საჭირო ინგრედიენტები ავრუიოთ ერთმანეთს, იმდენი ფქვილი დავამატოთ რომ
ცომი ხელეზე არ გვეკრობოდეს და გავყოთ 8 ნაწილად. მარგარინი დავჭრათ, ავურიოთ 2 ჭიქა
ფქვილი და გავყოთ 8 პატარა გუნდად. შემდეგ გავაბრტეყელოთ ცომის გუნდები და თითოეულზე
თანაბრად წავუსვათ მარგარინის გუნდები. ისევ გადავახვიოთ და 3 საათით დავასვენოთ. შემდეგ
გავაბრტყელოთ, კვლავ დავკეცოთ და 2 საათით შევდოთ
მაცივარში. 3 ჯერ გავიმეოროთ. ბოლოს ცომი გავაბრტყელოთ,ზედ გულსართი
მოვათავსოთ, დავკეცოთ, დავჭრათ, ზემოდან კვერცხი წავუსვათ და გამოვაცხოთ. გულსართის
გასამზადებლად საჭიროა ზეთს ავურიოთ შაქრის ფხვნილი, ვანილი და იმდენი ფქვილი,
რომ მივიღოთ არაჟნის სისქის მასა.
დაწერე კომენტარი პირველმა