Xatia Chichinadze

უგემრიელესი სოკოს ღვეზელი! 

შემადგენლობა:

ცომისთვის:

  • 1.5 ჭიქა ფქვილი
  • 10 გრ საფუარი
  • 3 ს.კ ზეთი
  • მარილი-გემოვნებით

გულისთვის:

  • 200 გრ სოკო
  • 1 ჭიქა ბრინჯი
  • 3-4 ღერი ოხრახუში
  • 1 თავი ხახვი
  • მარილი,პილპილი-გემოვნებით
  • 3ს.კ ზეთი

მომზადება:

მოვზილოთ ფქვილით, საფუარით,მარილით და თბილი წყლით ცომი.  დავდოთ სითბოში,რომ ამოფუვდეს.

სოკო მოვხარშოთ,გავაციოთ, დავჭრათ წვრილად და მოვხრაკოთ ზეთში. ბრინჯი გავარჩიოთ,გავრეცხოთ და

მოვხარშოთ მარილიან წყალში. ხახვი დავჭღათ წვრილად, მოვხრაკოთ ზეთში. ყველაფერი შევურიოთ

ერთმანეთს, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, წვრილად დაჭრილი მწვანილები, კარგად ავურიოთ და გავაციოთ.

ამოფუებული ცომი დავჭრათ პატარა გუნდებად,ჩავდოთ სოკოს გულსართი და შევწვათ ზეთში ყველა მხრიდან