Xatia Chichinadze

ვინაიდან ამ პერიოდისთვის ძალზედ მოთხოვნადი და მნიშვნელოვანია სამარხვოკერძების მომზადება,  გთავაზობთ სამარხვო კექსის რეცეპტს! 

შემადგენლობა:

  • 1/4 ჭიქა ზეთი
  • 1-1/2 ჭიქა შაქარი
  • 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი
  • 1 ს.კ სოდა
  • 1/2 ჭიქა წყალი
  • 2 ს.კ ძმარი
  • 3 ჭიქა ფქვილი
  • 6 ს.კ კაკაო
  • 1 ს.კ ვანილი

მინანქრისთვის:

  • 1 ჭიქა შაქარი
  • 3 ს.კ კაკაო
  • 2 ს.კ ზეთი
  • 5 ს.კ ცხელი წყალი
  • 1 ს.კ კონიაკი

მომზადება:

ჯამში მოვათავსოთ ზეთი და შაქარი და ავურიოთ კარგად.შემდეგ დავამატოთ სოდა, ფორთოხლის წვენი,

განვაგრძოთ თქვეფა. წყალში შევურიოთ ძმარი და დავამატოთ ამ მასას, ვურიოთ დაახლოებით 2-3 წთ.

შემდეგ დავამატო ფქვილი,კაკაო და შაქარი, კარგად ავურიოთ. მიღებული მასა მოვათავსოთ სპეციალურ

საცხობ ფორმაში, შევდოთ ღუმელში 175 გრადუსზე 50-60 წთ-ის განმავლობაში. როცა გამოცხვება

მოვასხათ მინანქარი და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ნუში ან თხილი.

მინანქარის მომზადება:

არსებული ინგრედიენტები ავურიოთ ერთმანეთში კარგად, მანამ სანამ თხელ მასას არ მივიღებთ.