შემადგენლობა:
- 2 ც ფენოვანი ცომი
- 1 კგ გატარებული ძეხვი
- ნახევარი კონა ოხრახუში
- 2 კბილი ნიორი
- 1 ც კვერცხი
- მარილი,პილპილი
მომზადება:
ოხრახუში და ნიორი დავაბლენდეროთ ერთად და დავუმატოთ ხორცს, მოვაყაროთ მარილი
პილპილი და დავუმატოთ კვერცხის ცილა.კარგად ავურიოთ. გავაბრყელოთ ფენოვანი ცომი,
გავჭრათ შუაზე, ერთ ნახევარზე მოვათავსოთ ფარში, გარშემო მოვუსვათ ათქვეფილი კვერცხის
გული და გადავაფაროთ ცომის მეორე ნაწილი.მოვუკრათ გვერდები. შემდეგ დავჭრათ და
მოვათავსოთ საცხობ ფირფიტაზე. შევდოთ ღუმელში 375 გრადუსზე.
დაწერე კომენტარი პირველმა