Xatia Chichinadze

მარტივად მოსამზადებელი ორცხობილები ჯემით ! 

შემადგენლობა:

  • 2 ც კვერცი
  • 150 გ დარბილებული კარაქი
  • 100 გ შაქარი
  • ვანილი
  • 0.5 ჩ.კ სოდა + 1ს.კ ლიმონის წვენი
  • 2ს.კ თაფლი
  • 1ს.კ ლიმონის ცედრა
  • სქელი ჯემი
  • 2 ჭიქა ფქვილი

მომზადება:

კარაქი და შაქარი ავთქვფიოთ. დავუმატოთ კვერცხები, თაფლი, სოდა, ლიმონის ცედრა, ვანილი, თან ყველა ეტაპზე კარგად ვურიოთ.

ბოლოს ემატება ფქვილი. მიღებული ცომი 30 წუთით მაცივარში შევდოთ.

შემდეგ გავაკეთოთ კაკლისხელა ბურთულები, მსუბუქად გავაბრტყელოთ და შუაგულში თითო ღრმული გავუკეთოთ. ჩავუდოთ ცოტა ჯემი. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე დაახლოებით 20 წუთი.