Xatia Chichinadze

შემადგენლობა:

  • 1 კგ ძროხის რბილი ხორცი ან 1 ქათამი
  • 1 ჭიქა გატარებული ნიგოზი
  • 2 თავი ხახვი
  • 1 კონა ქინძი
  • 2-3  კბილი ნიორი
  • 2-3 ს.კ სიმინდის ფქვილი
  • 2ს.კ ტომატი
  • 1/2 ჩ.კ ხმელი ქინძი
  • 1ჩ.კ უცხო სუნელი
  • ძმარი, მარილი

მომზადება:

მოხარშეთ მსხივილად დაჭრილი ხორცი. ამოიღეთ ნახარშიდან, წვრილად დაჭერით და მოშუშეთ თავის ცხიმში, წვრილად დაჭრილ  ქინძთან და ხახვთან ერთად ( ცხიმი მოხადეთ ხორცის ნახარშს).

მოშუშულ ხორცს დაამატეთ მდუღარე წყალი ან ბულიონი ( წყალი უნდა ფარავდეს ხორცს). წამოდუღებისთანავე ჩაამატეთ ნიგოზი,  გატარებული ნიორი, 1 ჭიქა წყალში გახსნილი ფქვილი და ადუღეთ 10-15 წუთი. შემდეგ ჩაამატეთ მოშუშული ტომატი, ხმელი ქინძი, წიწაკა , უცხო სუნელი, ამრილი. ადუღეთ კდიევ რადმენიმე წუთი და გადმოდგით.

წინასწარ მოშუშეთ ზეთში ტომატი. მოშუშულ მასას მოადგება ზეთის ფენა, რომელიც უნდა გადაწუროთ ჭიქაში. დარჩენუილი მასა ჩაამატეთ კერძს. გადაწურული ზეთი ხარჩოს მოასხით სუფრაზე მიტანის წინ.