Xatia Chichinadze

შემადგენლობა:

  • კვერცხი – 10 ცალი
  • შაქრის პუდრა – 3 ჭიქა
  • რძე – 0.5 ლიტრი
  • კარაქი – 200 გრამი
  • პურის ფქვილი – 3 სუფრის კოვზი
  • ნიგოზი – 1 ჩაის ჭიქა
  • ვანილი – გემოვნებით

მომზადება:

10 კვერცხის ცილა ავთქვიფოთ კარგად, დავუმატოთ 2.5 ჭიქა შაქრის პუდრა. ცხელ ტაფას წავუსვათ კარაქი, კოვზით ავიღოთ ათქვეფილი ბეზე და დავალაგოთ ტაფაზე ცალ-ცალკე. შევდგათ ცხელ აირღუმელში, 1 წუთით მაღალ ცეცხლზე. შემდეგ ნახევარი საათი ვაცხოთ დაბალ ტემპერატურაზე, ასე გამოვაცხოთ ყველა.

მოვამზადოთ კრემი:

7 კვერცხის გული ავთქვიფოთ კარგად. დავუმატოთ 1/3 ჭიქა შაქარი. 0.5 ლიტრი თბილი რძე, 3 სუფრის კოვზი ფქვილი და სწრაფი რევით ავადუღოთ, გავაციოთ და დავუმატოთ 200 გრამი ათქვეფილი კარაქი და ვანილი.

მოვხალოთ 1 ჩაის ჭიქა დაჭრილი ნიგოზი. დავყოთ გამომცხვარი ბეზეს ყვავილები 3 ნაწილად; ერთი ნაწილი მოვაწყოთ ლანგარზე, მოვაყაროთ დაჭრილი, მოხალული ნიგოზი, მოვასხათ კრემი, მოვაწყოთ ბეზე, მოვაყაროთ ნიგოზი და ისევ მოვასხათ კრემი. ასე გავიმეოროთ. შემდეგ ლანგარი შევდგათ მარცივარში. ნამცხვარი არის ნაზი, მიირთმევა კოვზით.