შემადგენლობა:
- 4 ჭიქა პურის ფქვილი
- 500 გრ კარაქი ან მარგარინი
- 100 გ არაყი
- 500 გრ შაქრის პუდრა
- 1ც ვანილი
- 1 ჭიქა ნიგოზი ან თხილი
მომზადება:
კარაქი და შაქარი ავთქვიფოთ, დავამატოთ ვანილი, არაყი, ფქვილი და მოვზილოთ ცომი, შემდეგ ცომს დავამატოთ წვრილად დაჭრილი ნიგოზი და კარგად გადავზილოთ. მომზადებული ცომისგან გავაკეთოთ პატარა ბურთები, დავაწყოთ ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე და გამოვაცხოთ აირღუმელში. გამოცხობის შემდეგ ცხელი კურაბიე ამოვავლოთ შაქრის პუდრაში.
დაწერე კომენტარი პირველმა