შემადგენლობა:
- 1 ჭიქა რძე ან წყალი
- 4 ს.კ შაქარი
- 4 კვერცხი
- ვანილი
მომზადება:
კვერცხის გული და ცილა გააცალკევეთ. ათქვიფეთ ცილა. კვერცხის გული და შაქარი აურიეთ, დაასხით რძე, დადგით ნელ ცეცხლზე, ურიეთ ადუღებამდე, დაამატეთ ვანილი, გადმოდგით. სწრაფად შეურიეთ გათქვეფილი ცილა და ისევ დადგით ცეცხლზე 2-3 წუთით. კრემის მომზადების დროს განუწყვეტივ ურიეთ კოვზით.
დაწერე კომენტარი პირველმა