შემადგენლობა:
- 250 გ ფქვილი, 150 გ კარაქი
- 1 კვერცხი, მარილი
- 400 გ ხაჭოსებრი ნაზი ყველი
- 150 გ არაჟანი
- 3 კვერცხი
- 100-120 სხვადასხვა მწვანილი (რეჰანი, ოხრახუში,კამა)
- ცოტაოდენი მწვანე ხახვი, პილპილი
- 40 გ გახეხილი ყველი
- ცხიმი ფორმისათვის
მომზადება:
- ფქვილის დაკეპილი კარაქის, კვერცხისა და ¼ ჩ.კ მარილისგან სწრაფად მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი. საჭიროებისამებრ დაუმატეთ 1ს.კ ცივი წყალი.
- ფორმას წაუსვით ცხიმი. ცომი გააბრტყელეთ, მოათავსეთ ფორმაში და გაუკეთეთ 1-2 სმ სიმაღლის გვერდები. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე.
- შეურიეთ ერთმანეთს ხაჭოსებრი ყველი, არაჟანი და კვერცხი. გარეცხეთ მწვანილი, მოაშორეთ უხეში ღეროები და წვრილად დაჭერით. ხახვი დაჭერით რგოლებად.
- მწვანილი და ხახვი შეურიეთ არაჟნიან მასას. დაუმატეთ მარილი, პილპილი და გახეხილი ყველი.
- მიღებული მასა გაანაწილეთ ცომზე და აცხვეთ 50 წთ.
დაწერე კომენტარი პირველმა