Xatia Chichinadze

შემადგენლობა:

  • 1 კგ მანდარინი(რაც შეიძლება პატარა ზომის და მკვრივი უნდა იყოს)
  • 1 კგ შაქარი
  • 1ჭიქა წყალი
  • 1 ცალი ლიმონი
  • ვანილი გემოვნებით

მომზადება:

მანდარინი გავრეცხოთ და გავამშრალოთ, მოვაცალოთ თუ ზედ დარჩენილი აქვს პატარა ყუნწები. დავჩხვლიტოთ ჩანგლით გარშემო (ან კბილის ჩხირით), ჩავყაროთ ცოტა ხნით მდუღარე წყალში, რომ მოითუთქოს და ცოტა სიმწარე გაუვიდეს. შემდეგ ამოვიღოთ და საწურზე დავტოვოთ, კარგად რომ დაიწუროს. ამასობაში მოვადუღოთ 1კგ. შაქრისა და 1 ჭიქა წყლისგან სიროფი, ჩავყაროთ შიგ მანდარინები და გავაჩეროთ დაბალ ცეცხლზე 15-20 წუთი. შემდეგ გამოვრთოთ, ვაცადოთ შეგრილება. იგივე გავაკეთოთ კიდევ 2-3-ჯერ, რომ წვენი შესქელდეს. ბოლოს ჩავაწუროთ 1 ლიმნის წვენი და ჩავყაროთ ვანილი. გაციებული მურაბა ჩავასხათ ქილებში.