Xatia Chichinadze

ყველასთვის საყვარელი ლობიოს რეცეპტი! 

შემადგენლობა:

  • 500 გრ ლობიო
  • 2-3 თავი ხახვი
  • 2 ს.კ ტყემლის საწებელი
  •  თითო კონა მწვანილი ( ოხრახუში, ქინძი, ნიახური,ქონდარი)
  • 1 ძირი პრასი
  • თითო ჩ.კ სუნელი
  • 5 კბილი ნიორი
  • წიწაკა,მარილი-გემოვნებით

მომზადება:

ხმელი ლობიო გავარჩიოთ, გავრეცხოთ და მოვხარშოთ ( ხარშვისას ვამატოთ ადუღებული წყალი).

როდესაც ლობიო კარგად მოიხარშება, ქვაბიდან გადმოვწუროთ ლობიოს ნახარში, ხოლო მარცვლები კარგად

ამოვლესოთ ხის კოვზით. ამოლესილ ლობიოში ისევ ჩავასხათ გადმოწურული სითხე და მოვურიოთ.

დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, მარილი,ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, წვრილად დაჭრილი მწვანილი,

ტყემლის საწებელი, დანაყილი ნიორი და წიწაკა. კიდევ 10 წუთს ვხარშოთ.