შემადგენლობა:
ცომისთვის:
- 500 გრ წყალი
- 1 ჩ.კ მარილი
- 1 ჩ.კ შაქარი
- 30 გრ საფუარი
- ფქვილი-რამდენსაც შეიზელს
გულსართისთვის:
- 300-400 გრ ლობიო
- 1 თავი ხახვი
- 50 გრ ზეთი
- მარილი,პილპილი,სუნელები-გემოვნებით
მომზადება:
თბილ წყალში გავხსნათ საფუარი და მოვზილოთ ცომი. დავდგათ სითბოში, რომ ამოვიდეს. ცომი სულ ცოტა ორჯერ უნდა ჩაიზილოს. ლობიოს დავასხათ წყალი და მოვხარშოთ. როცა გამზადდება, გადვუწუროთ წყალი, ჩავზილოთ,მოვაყაროთ სუნელები,მარილი,წვრილად დაჭრილი მწვანილები და ზეთში მოხრაკული ხახვი. ამოფუებული ცომი ავყოთ საშუალო გნდებად. გავაბრტყელოთ,შუაში ჩავდოთ ლობიოს გული,მოვუკრათ თავი ხინკალივით,კარგად გავაბრტყელოთ და შევწვათ ორივე მხრიდან.გამზადებულ ლობიანს გადავუსვათ სამარხვო მარგარინი.
დაწერე კომენტარი პირველმა