Xatia Chichinadze

შემადგენლობა:

  • 500 გრ სპირტი
  • 500 გრ შაქარი
  • 650 გრ წყალი
  • 8-10 ც ლიმონი

მომზადება:

ლიმონები კარგად გავრეცხოთ,გავფცქვნათ და ცედრა დავკეპოთ. მოვათავსოთ ქილაში, დავასხათ

სპირტი, მჭიდროდ დავახუროთ ხუფი და გავაჩეროთ 5-10 დღე. ყოველ დღე სპირტიანი ლიმონის

ცედრა შევანჯღრიოთ. 5-10 დღის შემდეგ მოვამზადოთ სიროფი: შაქარს დავასხათ წყალი,

განუწყვეტლივ ვურიოთ, მივიყვანოთ ადუღებამდე და გავაციოთ. ლიმონის ცედრა გავწუროთ

და შევურიოთ სიროფს. ლიმონის ცედრა კარგად გავწუროთ, დავუმატოთ ლიქიორს, მოვურიოთ,

გადავიტანოთ ბოთლებში, გავაჩეროთ 5 დღე და მივირთვათ.