Xatia Chichinadze

შემადგენლობა:

  • 2.5 ჭიქა ფქვილი, 2 კვერცხი , 2.5 ს.კ შაქრის ფხვნილი
  • 0.5 ჩ.კ საფუარი, 1ს.კ ზეთი, 180 გრ კარაქი
  • ცოტაოდენი მარილი, მურაბა ან ჯემი

მომზადება:

საფუარი ჩავყაროთ 150 მლ თბილ წყალში და დავტოვოთ 10-15 წუთი. გაცრილ ფქვილს დავუმატოთ

საფუარი, 1 კვერცხი, 30 გრ კარაქი, ამრილი და მოვზილოთ ერთგვაროვანი და ელასტიური ცომი.

დანარჩენი კარაქი გავყოთ 3 ნაწილად. ცომი გავაბრტყელოთ, ზემოდან წავუსვათ კარაქის ერთი ნაწილი,

დავკეცოთ, კვლავ წავუსვათ კარაქი და 30 წუთით შევდოთ მაცივარში. გამოვიღოთ მაცივრიდან,

დავაფაროთ პირსაქმენდი და გავაჩეროთ 10 წუთით, შემდეგ გავაბრტყელოთ, დავჭრათ

სამკუთხედებად, შიგ მურაბა ან ჯემი ჩავდოთ. გამოვაცხოთ 15-20 წუთის განმავლობაში 220 გრადუს

ტემპერატურაზე გაცხელებულ აერღუმელში.