Xatia Chichinadze

შემადგენლობა:

  • 2-1/4 ს.კ საფუარი
  • 2 ს.კ მარილი
  • 2 ს.კ შაქარი
  • 1-1/4 ჭიქა თბილი წყალი
  • 1 ც კვერცხი
  • 4 ჭიქა ფქვილი
  • 1/2 ჭიქა რძის ფხვნილი
  • 1/4 ჭიქა შაქარი
  • 2 ს.კ დარიჩინი
  • 1/2 ჭიქა ქიშმიში
  • 4 ს.კ გამდნარი კარაქი

მომზადება:

ფქვილი,მარილი,გამაფხვიერებელი,შაქარი,რძის ფხვნილი,კარგად ავურიოთ ერთმანეთში, დავუმატოთ თბილ წყალში არეული საფუარი,კვერცხი და კარგად ავთქვიფოთ. მიღებული ცომი ჩავდოთ ზეთ მოსმულ ჯამში და ვაცადოთ ამოსვლა,. როცა ცომი ამოფუვდება გადმოვიტანოთ ფქვილიან ზედაპირზე, გავაბრტყელოთ, მოვუსვათ კარაქი, შემდეგ მოვაყაროთ დარიჩინი და შაქარი და ქიშმიში,გადავახვიოთ რულეტისებურად, თავები მოვუკრათ და საცხობ ფორმაში ჩავდოთ. ვაცხოთ დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში.