Xatia Chichinadze

გთავაზობთ კექსის მომზადების ვიდეო რეცეპტს!

შემადგენლობა:

  • 1/2 ჭიქა გამდნარი კარაქი
  • 3 კვერცხი
  • 1/2 ჭიქა არაჟანი
  • 1-1/2 ჭიქა ფქვილი
  • 1/4 ს.კ სოდა, მარილი,გამაფხვიერებელი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1/2 ს.კ ვანილის ექსტრაქტი

მომზადება:

შაქარი და კარაქი ავთქვიფოთ ერთად, დავამატოთ კვერცხი და ვანილის ექსტრაქტი და განვაგრძოთ თქვეფა.

შემდეგ დავამატოთ არაჟანი, ფქვილი,მარილი ,სოდა და გამაფხვიერებელი, კარგად ავთქვიფოთ.

მიღებული მასა მოვათავსოთ პერგამნეტიან საცხობ ფირფიტაში. შედგით ღუმელში 350 გრადუსზე 50 წთ.