Xatia Chichinadze

მომზადება:

პურის ფქვილითა და წყლით მოვზილოთ მაგარი ცომი, გავაბრტყელოთ, დავჭრათ ჭიქით და თითოეული კიდევ

გავაბრტყელოთ. მოხარშულ, ხორცსაკეპ მანქანაში გატარებულ კარტოფილს დავამატოთ ზეთში მოშუშული

წვრილად დაჭრილი ხახვი, მარილი და შავი პილპილი. კარგად ავზილოთ და ჩავდოთ გამზადებულ ცომში.

თავი მოვუკრათ და ჩავყაროთ მდუღარე წყალში. როდესაც ხინკალი ზევით ამოტივტივდება, ის უკვე მოხარშულია.

სუფრაზე მივიტანოთ ცხლად.