Xatia Chichinadze

შემადგნელობა:

  •  1  კგ კარტოფილი
  • 5-6 თავი ხახვი
  • 3-4 ც კვერცხი
  • 4-5 ძირი ქინძი
  • 4 ს.კ ზეთი
  • მარილი-გემოვნებით

მომზადება:

ხახვი დავჭრათ,ჩავყაროთ ქვაბში და ზეთში, ჩავთუთქოთ. როცა ხახვი საკმაოდ დარბილდება,ჩავუმატოთ

დაჭრილი კარტოფილი და დავასხათ იმდენი წყალი,რომ შიგთავსი დაიფაროს და მოვხარშოთ.

ხარშვის დროს დავუმატოთ ძალიან წმიდად დაჭრილი ქინძი და მარილი, შემდეგ დავასხათ კარგად

გათქვეფილი კვერცხი და  წამოდუღებისთანავე გადმოვდგათ ცეცხლიდან.