უგემრიელესი ღვეზელის რეცეპტი ჩვენგან!
შემადგენლობა:
ცომისთვის:
- 1 კგ ფქვილი
- 2 ჭიქა წყალი
- 1 ს.კ ზეთი
- 50 გრ საფუარი
- მარილი-გემოვნებით
გულსართი:
- 500 გრ კარტოფილი
- 2 თავი ხახვი
- 1 ს.კ ფქვილი
- მარილი-გემოვნებით
მომზადება:
მოვზილოთ ცომი საფუარით და დავდგათ სითბოში, რომ ამოვიდეს. კარტოფილი მოვხარშოთ, გადავწუროთ წყალი და ჩავსრისოთ. ხახვი დავჭეათ წვრილად და მოვხრაკოთ ზეთში. შევურიოთ პიურეს, მოვაყაროთ მარილი და გავაციოთ. ამოფუებული ცომი დავჭრათ პატარა გუნდებად, ჩავდოთ გულსართი და გამოვაცხოთ ზეთში.
დაწერე კომენტარი პირველმა