მოამზადეთ პრიანიკები მარტივად!
შემადგენლობა:
- 4 ც კვერცხი
- 200 გრ შაქარი
- 300 გრ თაფლი
- 50 გ კაკაოს ფხვნილი
- პურის ფქვილი -რამდენსაც შეიზელს.
მომზადება:
ავთქვიფოთ თეთრად 4 ცალი კვერცხის ცილა და ჩავყაროთ შიგ კაკაოს ფხვნილი. ცალკე ავთქვიფოთ 4 კვერცხის გული და გამდნარი თაფლი. ჩავაზილოთ შიგ იმდენი ფქვილი, რომ მივიღოთ მაგარი ცომი. შემდეგ ჩავასხათ 4 ცალი კვერცხის ათქვეფილი ცილა. გამოვაცხოთ ფართო და გრძელ ტაფაზე და შემდეგ დავჭრად სამკუთხედებად ან მრგვლად.
დაწერე კომენტარი პირველმა