შემადგენლობა:
- 200 გრ ისპანახი
- 1 თავი ხახვი
- 150 გრ კომბოსტო
- მარილი,პილპილი-გემოვნებით
- საფუვრიანი ცომი
მომზადება:
გარჩეული და გარეცხილი ისპანახი ჩავყაროთ ადუღებულ წყალში და ვხარშოთ 4-5 წუთი. გადმოვიღოთ საწურზე
და გავაციოთ. კომბოსტო დავჭრათ წვრილად და მოვშუშოთ ზეთში წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად.
გაციებული ისპანახი გავწუროთ, დავჭრათ წვრილად და შევურიოთ კომბოსტოს. გულსართიც მზად არის.
საფუვრიანი ცომი გავანაწილოთ პატარა ბურთულებად და ეს გულსართი მოვათავსოთ მათში. ღვეზელები
შევწვათ ზეთში ორივე მხრიდან.
დაწერე კომენტარი პირველმა