გთავაზობთ ძალიან გემრიელ თხილის ნამცხვარს!
შემადგენლობა:
- 150 გ კარაქი
- 200 გ შაქარი
- 4 კვერცხი
- 50 გ სახამებელი
- 100 გ ფქვილი
- 3 /4 პაკეტი ცომის საფხვიერებელი
- მარილი
- 300 გ დაფქული თხილი
- 100 გ ნახევრად მწარე შოკოლადი
- 200 გ თეთრი შოკოლადი
- ცხიმი და დაფხვნილი ორცხობილა ფორმისთვის
მომზადება:
- გააცხელეთ ღუმელი 175 გრაუსამდე. ფორმას წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ დაფხვნილი ორცხობილა.
- კარაქი,შაქარი და კვერცხი ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. შეურიეთ სახამებელი, ფქვილი, ცომის საფხვიერებელი , 1 მწიკვი მარილი , თხილი და კარგად მოურიეთ. შოკოლადი დაჭერით პატარა ნაჭრებად და შეურიეთ ცომს.
- ცომი ჩაასხით ფორმაში და აცხვეთ 1 სთ. კარგად გააცივეთ , გაახვიეთ ფოლგაში და შედგით მაცივარში 2 -3 დღით.
- თეთრი შოკოლადი გაადნეთ ორთქლზე და გადაუსვით ნამცხვარს. თხილის ნამცხვარი მინიმუმ 2 დღე უნდა გააჩეროთ, ასე უფრო გემრიელი იქნება.
დაწერე კომენტარი პირველმა