Xatia Chichinadze

თინუსის მომზადების უგემრიელესი რეცეპტი! 

შემადგენლობა:

  •  4 ც  თინუსის ნაჭერი
  • 1 ლიმონის წვენი
  • 60 გრ პურის ფქვილი
  • 1 კბილი ნიორი
  • 2 ნაჭერი კარაქი
  • 1 დიდი ხახვი
  •  1 კანგაცლილი პომიდორი
  • 125 მლ თეთრი ღვინო
  • თავშავა
  • მარილი,პილპილი

მომზადება:

თინუსის ნაჭრები გარეცხეთ ცივ წყალში, მოასხით ლიმონის წვენი და გააჩერეთ დაახლოებით 15 წუთი.

შემდეგ დაწურეთ, შეაზავეთ მარილით და ამოავლეთ პურის ფქვილში.

გაფცქვნილი ნიორი მუსვით ტაფაზე, დაადნეთ კარაქი, ჩადეთ თინუსის ნაჭრები და შეწვით ორივე მხრიდან.

დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და კუბებად დაჭრილი პომიდორი. შეაზავეთ მარილით და თავშავათი.

მოასხით ღვინო, დააფარეთ თავსახური და ხარშეთ დაახლოებით 20 წთ. სუფრაზე ცხელი მიიტანეთ.