შემადგენლობა:
- 1/2 ლ ნელთბილი რძე
- 1 ბრიკეტი საფუარი
- 1 ჩ.კ შაქარი
- 1 ს.კ მარილი
- 1 კგ ფქვილი
- 6ს.კ გამდნარი კარაქი
- კარაქი ფორმისათვის
მომზადება:
- საფუარი და შაქარი გახსენით რძეში. შეურიეთ ერთმანეთს მარილი და გაცრილი ფქვილი, დაასხით საფუვიანი რძე, მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი და დაუმატეთ კარაქი.
- ზილეთ 10 წთ. დააფარეთ და დადგით ასაფუებლად 30 წთ. საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი. ცომი გადახილეთ, ჩადეთ ფორმაში, დააფარეთ და კვლავ დადგით 30 წთ.
- გააცხელეთ ღუმელი 190 გრადუსამდე. პურის ზედაპირი დანით სიგრძეზე ჩაჭერით და გადაუსვით ნელთბილი წყალი. აცხვეთ 60-70 წთ.
დაწერე კომენტარი პირველმა