Xatia Chichinadze

მოამზადეთ მურაბა ჩვენი რეცეპტით!

შემადგენლობა:

  • 6 კგ თეთრი ბალი
  • 6 კგ შაქარი
  • 500 გრ დარჩეული თხილი
  • ვანილი გემოვნების მიხედვით

მომზადება: 

6 კგ შაქარს დავასხათ 12 ჩ.ჭ წყალი და მოვხარშოთ თხელი სიროპი, 6 კგ თეთრ ბალს გამოვაცალოთ კურკები და თითოეულში, კურკის ნაცვლად, ჩავდოთ მოხალული და კანგაცლილი თხილი. შემდეგ ბალი მოვხარშოთ სიროპში ჩვეულებრივი წესით.  არომატისთვის მივუმატოთ ვანილი.